რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ბროკერები გთავაზობენ ე.წ. რეფერალ სერვისს - როდესაც სხვა ტრეიდერი რეგისტრირდება თქვენი "რეკომენდაციით". ამ შემთხვევაში თითქოსდა ყველა კმაყოფილია - თქვენ იღებთ გარკვეულ შემოსავალს, ბროკერი იღებს კიდევ ერთ კლიენტს, ხოლო კლიენტი.... ხოო, აი ის მოყვანილი კლიენტი კი დიდი ვერაფერს იღებს.
არის ასეთი კომპანია МОФТ (იგივე IAFT) - Международное Объединение Форекс Трейдеров (International Association of Forex Traders), რომელიც ეწევა ე.წ. rebate სერვისს. პრინციპი არის ძალიან მარტივი - მათ აქვთ გახსნილი ანგარიშები თითქმის ყველა ბროკერთან, შესაბამისად თქვენ გთავაზობენ დარეგისტრირდეთ როგორც მათი referral-ი და სანაცვლოდ გთავაზობენ მათ მიერ მიღებული შემოსავლის 60%-ს. ძირითადი სქემა იგივეა რაც ზემოთ აღვწერე, მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ თუკი პირველ ვარიანტში მოყვანილი კლიენტი ვერაფერს ღებულობდა, МОФТ-თან თანამშრომლობით უკვე იმ დაბრუნებული საკომისიოს 60%-ს მიიღებს.
ეს არ არის მილიონები და არც რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავალია რომ გამოეკიდო. ძირითადი აქცენტი აუცილებლად თქვენს სტრატეგიაზე და ვაჭრობაზე უნდა გქონდეთ გაკეთებული. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მცირე შემოსავალი არანაირად არ იქნება ზედმეტი, მითუმეტეს თქვენ დამატებით არაფრის კეთება არ გიწევთ. ანუ ვაჭრობთ როგორც აქამდე ვაჭრობდით და ამისათვის დამატებით გერიცხებათ ფული.
ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ წელს დაახლოებით 15 ლოტის ვივაჭრე, რაშიც შესაბამისად დამერიცხა ~70$. ვიღაცას ეს თანხა სასაცილოდ არ ეყოფა, მაგრამ ისევ და ისევ – ეს თანხა მიღებულია არაფერში, უბრალოდ დავრეგისტრირდი და მორჩა.
დარიცხვის პერიოდი და პირობები განსხვავდება ბროკერების მიხედვით. ზოგი ყოველდღე გარიცხავს, უმეტესობა თვეში ერთხელ. გამოტანა შესაძლებელია როგორც webmoney-ზე, ასევე პირდაპირ ბარათზე. ბარათზე გამოსატანად მინიმალური თანხა უნდა იყოს 50$, webmoney-ზე არანაირი შეზღუდვა არ არის.
გთხოვთ დასარეგისტრირებლად გამოიყენოთ ჩემი რეფერალ-ლინკი: http://traders-union.ru/index.php?ref=67306
რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია ან გახსნათ ახალი ანგარიში მათი რეფერალ-ლინკით თქვენს ბროკერთან, ან თუ თქვენი ბროკერი იძლევა ამის საშუალებას შეცვალოთ უკვე გახსნილი ანგარიშის ე.წ. "პარტნიორის კოდი".
თუ რაიმე დახმარება დაგჭირდეთ მომმართეთ და დაგეხმარებით
წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ 2013-ში!
No comments:
Post a Comment